ირაკლი ჩიქოვანი: დღეს „მინისტრის საათის” ფორმატში ნამდვილად მოვისმინეთ შინაარსიანი მოხსენება

„დღეს მინისტრის საათის ფორმატში ნამდვილად მოვისმინეთ შინაარსიანი მოხსენება. მოხსენება, რომელიც საუბრობს არა მხოლოდ იმაზე რა შედეგია მიღწეული, არამედ უკეთებს იდენტიფიცირებას იმ პრობლემებს, რომელიც არის და რომელზეც კარგად ვიცით რომ გვჭირდება კონცენტრირება და ერთობლივი მუშაობა”,-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრ მა ირაკლი ჩიქოვანმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატები „მინისტრის საათის|” ფორმატში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს თეა წულუკიანს უსმენდნენ.

ირაკლი ჩიქოვანმა ყურადღება გაამახვილა მინისტრის მიდგომებზე სფეროში არსებული პრობლემების შესწავლის, იდენტიფიცირების და შემდგომ მათი მოგვარების მიმართულებით. მისი თქმით, სწორედ ეს მიდგომა იყო მაგალითი იმისა, რომ მინისტრის გამოსვლის პირობებში არც ერთ დეპუტატს არ ჰქონია შენიშვნა და ოპონირება, რომელიც საქმესთან იყო დაკავშირებული.

„ამ ქვეყანას, რომელსაც აქვს უამრავი გამოწვევა, უამრავი პრობლემა და ჯერ კიდევ განვითარებადი ეკონომიკა, მართლაც არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ყველა სპორტის სფეროს, ახალგაზრდებს, კულტურას და ნებისმიერ სხვა სფეროს, რომელიც სახელმწიფო გამგებლობას მიეკუთვნება მიაქციოს ის ყურადღება, რომელიც ახლავეა საჭირო, მაგრამ გვჭირდება სწორი მენეჯმენტი როგორც დროის, ასევე რესურსების და ამ თვალსაზრისით მგონია, რომ ძალიან კარგია ის მიდგომა, რომელიც ქალბატონ თეას გააჩნია. მიდგომა, რომელიც ეფუძნება იმას, რომ საკითხს ჭირდება შინაარსიანი შესწავლა, პრობლემას რეალური იდენტიფიცირება. უნდა გავუსწოროთ თვალი პრობლემას და დავგეგმოთ მისი გამოსწორების გზაც. ეს არის მაგალითი იმისა, რომ თქვენი გამოსვლის პირობებში არც ერთ ოპოზიციონერს და არც ერთ ჩვენთაგანს არ ჰქონია შენიშვნა და არც ოპონირება, რომელიც საქმესთან იყო დაკავშირებული. თუ ასეთი გამოჩნდებოდა, თქვენი მხრიდან წინადადება და მოწოდება ერთად გადაგვეწყვიტა პრობლემა არის მისასალმებელი და მისაბაძი, რადგან ეს ეხებოდა როგორც უმრავლესობის ასე ოპოზიციის წარმომადგენლებს”,-განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები