რატი იონათამიშვილი სალომე სამადაშვილს: თეა წულუკიანის იუსტიციის სამინისტროში მუშაობა სწორედ რუსეთთან საქმის მოგებით არის მნიშვნელოვანი თითოეული ქართველისთვის

„პარადოქსია, როცა პროევროპელი პოლიტიკოსი თეა წულუკიანს მიღწევებზე ეკითხება, იმ ადამიანს, რომელიც იყო იმ სამინისტროს ხელმძღვანელი ზუსტად მაშინ, როცა საქართველომ ორჯერ მოუგო სტრასბურგის სასამართლოში დავა რუსეთს”, – ამის შესახებ დამოუკიდებელი დეპუტატის, სალომე სამადაშვილის მისამართით საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, რატი იონათამიშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატები კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს, თეა წულუკიანს მინისტრის საათის ფორმატში უსმენენ.

მისი თქმით, თეა წულუკიანის იუსტიციის სამინისტროში მუშაობა სწორედ რუსეთთან საქმის მოგებით არის მნიშვნელოვანი თითოეული ქართველისთვის. „ეს არის ის ფაქტი, რომელსაც ვერავინ გავექცევით. ამით თქვენც უნდა ამაყობდეთ, რადგან ამ პროცესში მარტო ჩვენთვის ან რომელიმე მოქალაქისთვის არა, საქართველოსთვის მოიგო თეა წულუკიანმა ჩვენთან ერთად”,- განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები