ზურაბ ჯაფარიძე: თქვენი შეშინებულის დედაც, გამოექანეთ მთაწმინდიდან

“სასამართლოს დადგენილება მოგვიტანეს, პარტიამ შემოსავლები მიიღო და დამალაო”, – ამის შესახებ “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

‘’სასამართლოს დადგენილება მოგვიტანეს. პარტიამ შემოსავლები მიიღო და დამალაო.
1. 502 ტრანზაქციით 28,327 ლარი გაქვთ მიღებული, სადაც არ ჩანს, ვინ შემოგწირათო,
ანუ ერთ ტრანზაქციაზე საშუალოდ 56 ლარი.
2. 92 ტრანზაქციით 490 ლარი გაქვთ მიღებული, სადაც რაღაც მონაცემები არ ემთხვევა ერთმანეთსო.
490 ლარი.
ანუ ერთ ტრანზაქციაზე საშუალოდ 5 ლარი.
3. უცხოურ ვალუტაში გაქვთ 6,000 დოლარი მიღებულიო.
(სინამდვილეში შეეშალა ჩვენ მხარდამჭერს და აქედან 4,000 დოლარი უკან დავუბრუნეთ)
ჯამურად, 47,590 ლარი მიიღეთ უკანონოდ და დამალეთო დამალეთო თან :))
ახლა ეს 47,590 ლარი აიღეთ, ორი ამდენი, 95,181 ლარი ზემოდან დაამატეთ და ბიუჯეტში ამოიტანეთო.
ანუ, 143,000 ლარის მიტანას გვავალდებულებენ ჩვენ, პარტიას რომელიც ყოველთვე ლარ-ლარ ვაკეთებთ ფანდრაიზინგს რომ გადავრჩეთ და ვაკეთოთ ის რასაც ვაკეთებთ ცოტა ხნის წინ paypal-ის ანგარიში გამიჩერეს რომ საზღავრგარეთ მცხოვრებმა ჩვენმა მხარდამჭერებმა ვერ დამაფინანსონ მარტივად.
ჩვენი პოლიტიკოსების და წევრების ნაწილს მათ საკუთრებაში არსებული კომპანიების ანგარიშებზე ინკასოებს ადებენ, ნაწილს ჯარში იწვევენ, ნაწილს ახლობლებს უგზავნიან და არწმუნებენ რომ უნდა შეეშვან პოლიტიკურ აქტიურობას, ნაწილს ტროტუარზე დგომისას იჭერენ და აჯარიმებენ რადგან მისი სტატუსები არ მოსწონთ და ეს ხდება ქვეყანაში სადაც ასობით მილიონს ხარჯავს შავად თუ თეთრად მმართველი პარტია რომ ძალუფლება არ დაკარგოს.
ქართული ოცნება / Georgian Dream – თქვენი შეშინებულის დედაც, გამოექანეთ მთაწმინდიდან”, – წერს ზურაბ ჯაფარიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები