ვატო შაქარიშვილი – “შიგევროპული” ფარისევლობის აპოთეოზს ვუყურებთ: აბორტის მხარდამჭერები, ცოფიანი ძაღლების დაძინების წინააღმდეგ გამოდიან, კაცის მკვლელები და მწამებლები – უგულავა, ბარამიძე და სხვები, ცხოველების უფლებების დაცვაზე ლაპარაკობენ

რამდენიმე დღეა, “შიგევროპული” ფარისევლობის აპოთეოზს ვუყურებთ: აბორტის მხარდამჭერები, ცოფიანი ძაღლების დაძინების წინააღმდეგ გამოდიან. კაცის მკვლელები და მწამებლები – უგულავა, ბარამიძე და სხვები, ცხოველების უფლებების დაცვაზე ლაპარაკობენ, – ამის შესახებ”ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” აღმასრულებელი მდივანი, ვატო შაქარიშვილი, სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც ცრუ კამპანიაში ჩაერთო, ასეთი მობილიზაცია და პროტესტი “ნაცმოძრაობის” დროს ადამიანების წამებაზე და მკვლელობაზე რომ გამოეხატა, ბევრი სიცოცხლის გადარჩენა მოხერხდებოდა.

“რამდენიმე დღეა, “შიგევროპული” ფარისევლობის აპოთეოზს ვუყურებთ: აბორტის მხარდამჭერები, ცოფიანი ძაღლების დაძინების წინააღმდეგ გამოდიან. კაცის მკვლელები და მწამებლები – უგულავა, ბარამიძე და სხვები, ცხოველების უფლებების დაცვაზე ლაპარაკობენ… ველოდებით სააკაშვილს, რომელიც მის ფაქიზ გრძნობებზე დაპოსტავს და გვეტყვის, რომ საკანში, სადაც უმძიმესი დანაშაულებისთვის იხდის სასჯელს, ჭიანჭველასაც კი არ აბიჯებს ფეხს…

საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც აქტიურად ჩაერთო ამ ცრუ კამპანიაში, ასეთი მობილიზაცია და პროტესტი ადრეც რომ გამოეხატა, თუნდაც ციხეებთან, სადაც უდანაშაულოდ დაჭერილ ადამიანებს სისხლში აბანავებდნენ, აწამებდნენ, გვამებზე აბამდნენ და მოკლული პატიმრების ცხედრებს ნახერხით ტენიდნენ, ბევრი სიცოცხლის გადარჩენას შევძლებდით.” – წერს შაქარიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები