ამირან გამყრელიძე: ფრთხილად უნდა ვიყოთ, ალბათ, მალე გამოჩნდება გრიპის ვირუსი და შეიძლება, იყოს ისეთი კომბინაციები, რასაც ჩვენ „ტვინდემიას“ ვეძახით

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია კვლავ რთულია.

მისივე თქმით, მოსახლეობას, ზამთრის რესპირატორული ვირუსების ფონზე, განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს.

„ერთადერთი პოზიტივი არის, რადგან ტესტირების მაჩვენებელი ბოლო კვირების განმავლობაში არის მაღალი, დადებითობის პროცენტი მერყეობს 8-9%-ს შორის და ზემოთ არ მიდის. ასევე, რეპროდუქციის ინდექსი ჯერჯერობით რჩება ერთის ქვემოთ, თუმცა, საყურადღებოა, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში წინა კვირასთან შედარებით ოდნავ მატებაა. ვართ მაღალ რიცხვებზე, რაც საყურადღებოა და ზამთრის რესპირატორული ვირუსების პერიოდში, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. ძალიან მალე, ალბათ, გამოჩნდება გრიპის ვირუსიც და შეიძლება იყოს ისეთი კომბინაციები, რასაც ჩვენ „ტვინდემიას“ ვეძახით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები