ანრი ოხანაშვილი: მზად ვართ ოპოზიციასთან კონსულტაციისთვის, თუ ისინი ორიენტირებულნი არიან საქმეზე და წარმოადგენენ არგუმენტებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები შესაბამისი დათქმებით საჭიროა ქვეყნისთვის

“მზად ვართ ოპოზიციურ ჯგუფებთან კონსულტაციისთვის, თუ ისინი ორიენტირებულნი არიან საქმეზე და წარმოადგენენ არგუმენტებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები შესაბამისი დათქმებით საჭიროა ქვეყნისთვის”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებები დაინიცირებულია.

„ჩვენ ეს იმისთვის დავაინიცირეთ, რომ პოზიტიური ნაბიჯი გადაგვედგა დეპოლარიზაციისკენ, ამის საპირისპიროდ რადიკალიზაცია მივიღეთ, რომელიც დღემდე გრძელდება. მოცემულობაა, რომ ჩვენ უნდა გადავდგათ პოზიტიური ნაბიჯები და ამისთვის მზად ვართ, მაგრამ, მეორე მხრივ, შემხვედრი პასუხი არის არა ადეკვატური, არამედ – კონტპროდუქტიული. მზად ვართ ოპოზიციურ ჯგუფებთან კონსულტაციისთვის, თუ ისინი ორიენტირებულნი არიან საქმესა და შინაარსზე და წარმოადგენენ არგუმენტებს, რომ ცვლილებები შესაბამისი დათქმებით საჭიროა ქვეყნისთვის. შეთანხმებულები ვიყავით, რომ საკითხები შინაარსობრივად განგვეხილა“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები