საქართველოს ეროვნული ნაკრების გუნდის წევრები ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ისწავლიან
საქართველოს ეროვნული ნაკრების გუნდის წევრები სსიპ საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ისწავლიან.
პარლამენტის ინფორმაციით, ამას ითვალისწინებს „უმაღლესი განათლების შესახებ” კანონში ცვლილების შესახებ კანონპროექტი, რომელიც პარლამენტმა დღევანდელ სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილა.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ვალერიან გობრონიძემ კანონპროექტის წარდგენისას განმარტა, რომ საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, მთავრობის მიერ დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში დასაშვები იქნება საქართველოს ეროვნული ნაკრების გუნდის წევრებისათვის, რომლებიც ოლიმპიურ და პარაოლიმპიურ თამაშებში ან ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებში ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს მედალოსნები გახდებიან ან შშმ პირთა ჩემპიონატებში პირველ ადგილს ან ოქროს მედალს მოიპოვებენ.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილება ხორციელდება „არასრულწლოვანებთან მიმართებაში არ შიძლება ისეთივე სტანდარტებით და ფორმალური წესებით ხორციელდებოდეს მართლმსაჯულება, როგორც ფიზიკურ პირებთან მიმართებაში ხორციელდება”, – განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მან პირველი მოსმენით განსახილველად წარადგინა „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” კანონპროექტი.
მისი განმარტებით, კანონპროექტი აწესრიგებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებულ ექსპერტთან და საგამოძიებო ექსპერიმენტში არასრულწლოვანის მონაწილეობასთან დაკავშირებულ საკითხებს. მისი თქმით, კანონპროექტის ძირითადი მიზანია ბავშვის ინტერესის დაცვის მაღალი სტანდარტის დამკვიდრება. მომხსენებელმა ისაუბრა წარდგენილი ცვლილების საფუძვლებსა და მიზანზე. მისი განმარტებით არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი არის საკანონმდებლო აქტი, რომლითაც სპეციფიკური მიდგომებიდან გამომდინარე განისაზღვრება არასრულწლოვანთან მიმართებაში მართლმსაჯულების განსხვავებული სტანდარტები, რომელიც განპირობებულია იმით, რომ არასრულწლოვნებთან მიმართებაში არც შიძლება ისეთივე სტანდარტებით და ფორმალური წესებით ხორციელდებოდეს მართლმსაჯულება, როგორც ფიზიკურ პირებთან მიმართებაში ხორციელდება.