ალექსანდრე ხვთისიაშვილი კატარის ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრის მოადგილეს შეხვდა

კატარის სახელმწიფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილმა შეხვედრა გამართა კატარის ვაჭრობის და მრეწველობის მინისტრის მოადგილესთან, სულთან ბინ რაშიდ ალ ხატერთან.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკის, ვაჭრობის, ტურიზმისა და ინვესტიციების სფეროში არსებული თანამშრომლობა და სამომავლო გეგმები. საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით სამართლებრივი ბაზის სრულყოფის და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების პერსპექტივებს.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ მჭიდრო თანამშრომლობას და კავშირებს ხსენებულ სფეროებში კონკრეტული შედეგების მიღწევის მიზნით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები