მარინა კალიურანდი: „ქართული ოცნება“ ძალიან ბევრს მუშაობს, რომ რეფორმების გატარებით საქართველო დაუახლოვდეს ევროკავშირს

ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდის განცხადებით, სასიამოვნოა, რომ „ქართული ოცნება“ ევროპულ გზას კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს.

როგორც ევროპარლამენტარმა აღნიშნა, არჩევნების დასრულების შემდეგ, მნიშვნელოვანია, ქვეყანა ნორმალურ პოლიტიკურ ცხოვრებას დაუბრუნდეს. მისივე თქმით, ახლა ბოიკოტის დრო არ არის.

„ჩვენ განვიხილეთ ქართველ დეპუტატებთან საქართველოს ევროპული გზა. ძალიან სასიამოვნო იყო და დამაჯერებელი, რომ „ქართული ოცნება“ კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს ევროპულ გზას. მეტიც, ძალიან ბევრს მუშაობს იმისათვის, რომ რეფორმების გატარებით საქართველო დაუახლოვდეს ევროკავშირს. ადრეც გითხარით, არჩევნები დასრულდა და ახლა დროა, ნორმალურ პოლიტიკურ ცხოვრებას და ნორმალურ მუშაობას დაუბრუნდეს ქვეყანა. ამაში ვგულისხმობ საქართველოს პარლამენტის სრულყოფილ მუშაობას.

ჩვენი რჩევაა, „ქართულმა ოცნებამ“ ყველა ოპოზიციურ პარტიასთან იმუშაოს, რომლებიც მზად არიან თანამშრომლობისთვის. დიალოგი აუცილებელია. ახლა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრაზე მსჯელობის დროა. ეს არის ევროპული და ევროინტეგრაციის დღის წესრიგი, ეკონომიკა, სოციალური საკითხები, პანდემია, კორონავირუსის გამო შექმნილი უამრავი პრობლემა“, – განაცხადა მარინა კალიურანდმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები