“გასაგებია, მას ჩემი ღალატი დაავალეს, მაგრამ ჩემთან ერთად უღალატა 50 ადამიანს” – დიტო სამხარაძე

“პანიკურ შეტევებში ჩავარდნილმა ნოდარ მელაძემ ძალიან ცუდი რამ ჩაიდინა, არ დაიცვა მისი წყარო და მომავალი გაუფუჭა ახალგაზრდა ბიჭს, რომელიც ისეთ მოღალატედ გამოიყვანეს, არავინ მას აღარ ენდობა”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატი, დიტო სამხარაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, “ტვ პირველი” მასზე უკვე დიდი ხანია, “ფეიკნიუსებს” ავრცელებს. დეპუტატი ყველა მათგანზე საჯაროდ საუბარს აპირებს, რათა, როგორც თავად აღნიშნავს, საზოგადოებას ცრუ ინფორმაცია არ მიეწოდოს.

“ბევრი თქვენგანი მეუბნება, რომ ტვ-ბოსელში პასუხის გაცემის ღირსები არ არიან და გეთანხმებით კიდევაც, მაგრამ დიდ დროს დავუთმობ და არაფერს გავუტარებ! არ ვუპასუხებ და ფეხებზე დავიკიდებ ყველა იმ ფეიკნიუსს, რომელსაც ჩემზე და ჩემიანებზე შეთხზავენ, მაგრამ აყროლებული წარსულის მქონე ჟურნალისტიკას ამოფარებულ ,,ნაცებს,, ყველაფერზე პასუხს გავცემ მათივე მეთოდებით, ერთი-ერთში!
პანიკურ შეტევებში ჩავარდნილმა ნოდარ მელაძემ ძალიან ცუდი რამ ჩაიდინა, არ დაიცვა მისი წყარო და მომავალი გაუფუჭა ახალგაზრდა ბიჭს, რომელიც ისეთ მოღალატედ გამოიყვანეს, არავინ მას აღარ ენდობა! გასაგებია, მას ჩემი ღალატი დაავალეს, მაგრამ ჩემთან ერთად უღალატა 50 ადამიანს, რომლებიც მუდამ გვერდით ედგნენ! თან ყველაზე ამაზრზენი, სიუჟეტში სახეც დაუფიქსირეს და ყველას აჩვენეს, ვითომ შეშფოთებული, “ტვ პირველის” კამერით! ნოდარიკო, მოვა დრო, მიხვდება, როგორ გაწირეთ, ალაპარაკდება ეს საცოდავი ბიჭი და მერე არ დაიწყოთ, ზეწოლებიო და სიზმრებიო!
რაც შეეხება ჩატს და მასთან დაკავშირებულ სისულელეებს! ათასობით ჩატები და ჯგუფები აქვთ შექმნილი ნაცებს და რა საზიზღრობებს წერენ ყველამ იცის. სხვათა შორის, მათ ჩატებში ჩემიანებიც მყავს ჩასმული და თვითონ უბადრუკებმაც იციან, რომ შავნოდარას და სქელ ინგასაც არ აკლებენ ლანძღვა/გინებებს.
მთელი ეს ამბავი ემსახურებოდა შავნოდარას ნამდვილი აგენტის დაშიფრვას. პარტიის მოხსენებით ბარათებზე სულელური სიუჟეტი თუ გახსოვთ, ის სიუჟეტი ნოდარიკომ, მისი აგენტის დაუკითხავად ისე დაამონტაჟა, რომ ყველასთვის ადვილად მისახვედრი გახადა დოკუმენტების მიმწოდებელი, ამის შემდეგ დაგეგმეს ოპერაცია, დაეშიფრათ რეალური აგენტი და გამოიყენეს ის საწყალი ბიჭი (მით უმეტეს რა საზიზღრობაა, როდესაც ეს ბიჭი შენი შვილის ძმაკაცია) ამათ ეგონათ, რომ ხალხი დაიჯერებდა, თითქოს მხოლოდ გ. ხ. არის ნოდარიკოს შპიონი.
ყველა სქემა ვიცი, მათ შორის ამ საცოდავების ინფორმატორები, რაღა დაგიმალოთ და მათ ბუნაგშიც მყავს სანდო სანაცნობო! ასეთი მხილებები ბევრი იქნება, სამართლებრივიც და უბრალოდ სასაცილოც!
ხოო, მავიწყდებოდა, ჩემი რჩევაა, ისეთ ხალხს მაინც ნუ შემოაგორებთ, მათი ნათქვამი თქვენზე მეტად რომ მკიდია, პასუხის გაცემას მაინც არ ვაპირებ, მაგალითად, ის ერთი საცოდავი ქალი, შიგნითაც მატყუარას რომ ეძახიან და რომ დაგეგმეთ, ტყუილს ვათქმევინებთ სამხარაძეზე და მერე გავაშუქებთ, სამხარაძე თუ იჩივლებს, იმ სიაფანტს მოუწევს პასუხის გაცემაო. მე არა, ხალხი გიჩივლებთ, როდესაც თქვენ გამხელთ ჩადენილ სიბინძურეებსა და დანაშაულებში! როგორ ფიქრობთ, ვინმეს სიამოვნებს და პასუხს არ მოგთხოვთ, მათ პირად ნომრებს და ინფორმაციებს დაუფარავად რომ აფრიალებთ?? არამგონია”, – წერს სამხარაძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები