სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

  სურსათის ეროვნული სააგენტო აფრთხილებს მოსახლეობას, არ გამოიყენოს ფირმა ALJUAN S.L.- ის მიერ წარმოებული სამზარეულოს დამხმარე ე.წ. კულინარული ნიჩაბი. როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოდან „კვირას“ აცნობეს, სააგენტოში შევიდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, სამზარეულოს დამხმარე ე.წ. კულინარული ნიჩბიდან ფიქსირდება (ფერადი) არომატული ამინების მიგრაციის ფაქტი. სურსათის სააგენტოს ინფორმაციით, სურსათთან შეხებისას აღიშნული ნივთიერების შემცვლელი ნივთის გამოყენება არ არის რეკომენდირებული ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ე.წ. კულინარიული ნიჩაბი ესპანეთში, ფირმა ALJUAN S.L.-ის მიერ არის წარმოებული და მისი მავნლებლობის შესახებ ინფორმაცია სააგენტოში ჯანმრთელობისა და მომხმარებელთა დაცვის გენერალური დირექტორატის (DG SANCO) ევროპის კომისიის RASFF-ის სწრაფი საგანგაშო შეტყობინების სისტემით შევიდა. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის მე-10 და 22-ე მუხლების თანახმად, სურსათის ეროვნული სააგენტო აფრთხილებს მოსახლეობას, არ გამოიყენოს ე.წ. სამზარეულოს აღნიშნული კულინარული ნიჩაბი.
„სააგენტოში შემოსული შეტყობინების თანახმად, საქართველოში სულ შემოვიდა 48 ცალი სამი ფერის ნიჩაბი (Artikel #45459). მისი შემომტანია შპს „ევრო პლიუსი“. კომპანიის დირექტორის, დავით კვინიხიძის თქმით, აღნიშნული ნივთები თბილისში, პეკინის #27-სა და ჭავჭავაძის #22-ში მდებარე მაღაზია „ჩიბოს“ ქსელში გაიყიდა. საგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, ყურადღებით გაეცნონ ინფორმაციას და არ გამოიყენონ ე.წ სამზარეულოს კულინარული ნიჩაბი სურსათის მომზადების დროს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები