„ივანიშვილის პოზიციაზე საპატრიარქოს განცხადება არ გაუკეთებია“

  საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი სოციალურ ქსელში მისი სახელით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი განმარტავს, რომ არც მას და არც საქართველოს საპატრიარქოს ბიძინა ივანიშვილის მიერ ეკლესიასთან დაკავშირებით გამოთქმულ პოზიციაზე, ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებიათ. “როგორც ცნობილი გახდა, ჩემი სახელით ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ერთგვარი პასუხი ბატონ ბიძინა ივანიშვილის მიერ ა.წ. 4 თებერვალს პრესკონფერენციაზე ეკლესიასთან დაკავშირებით გამოთქმულ პოზიციაზე, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. აღნიშნულთან დაკავშირებით არც კათოლიკოს-პატრიარქის მდივანს და არც საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური პოზიცია არ დაუფიქსირებიათ და არც რაიმე განაცხადი გაუკეთებიათ“,-აღნიშნულია დეკანოზ მიქაელ ბოტკოველის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები