მსოფლიოს 5 ქალაქი, სადაც ეკოლოგიაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ

გამონაბოლქვი, ტოქსიკური აირები, ტონობით საყოფაცხოვრებო და საწარმოო ნარჩენი, წყლის და ენერგორესურსების გადაჭარბებული მოხმარება – სპეციალისტების განმარტებით, ამ ყველაფერს მსოფლიო ნელა, მაგრამ ეკოლოგიური კატასტროფისკენ მიჰყავს.

მსოფლიოს დიდ ქალაქებსა და მეგაპოლისებში უკვე მოქმედებს მთელი რიგი მაღალინოვაციური პროექტები იმისათვის, რომ გარემოს დაბინძურება მინიმუმამდე იყოს დაყვანილი.

რომელი ქალაქები გამოირჩევა ამ თვალსაზრისით? გთავაზობთ იმ ქალაქების ჩამონათვალს, სადაც ეკოლოგიაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ.

1.სინგაპური

505b1a87e4039

ამ აზიურ ქალაქ-სახელმწიფოში გარემოს დაბინძურებას მკაცრი კანონებით ებრძვიან. მინიმალური ჯარიმა, სიგარეტის ნამწვავის უადგილო ადგილზე გადაგდების შემთხვევაში, 750 დოლარიდან იწყება. მკაცრად არის განსაზღვრული ქცევის წესები საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში  და ტრანსპორტში.

2. კურიტიბა

Foto: Nani Góis/SMCS

ბრაზილიის ეს ქალაქი შეიძლება ითქვას, რომ სიმწვანეშია ჩაფლული. ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, საყოფაცხოვრებო და სხვა სახის ნარჩენების ჩაბარების შემთხვევაში მოსახლეობას კვების პროდუქტები და საზოგადოებრივი ტრანსპორტის საშვები უფასოდ ურიგდებათ.

3. ჟენევა

Город-Женева

შვეიცარიის ამ ქალაქში ეკოლოგიას დიდ ყურადღებას უთმობენ. ეკოლოგიასთან დაკავშირებულმა ინოვაციურმა პროექტებმა და მკაცრმა კანონმდებლობამ ჟენევა ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქალაქად აქცია.

4. ვენა

238880765

ნარჩენების ეფექტური მართვა და  გამწვანების 51 % მაჩვენებელი – ავსტრიის თითქმის ორმილიონიანი დედაქალაქი, პარკების რაოდენობით, ერთ-ერთი ლიდერია ევროპაში.

5. რეიკიავიკი

Город-Рейкьявик

ტოქსიკური გამონაბოლქვი ისლანდიის დედაქალაქში მინიმუმამდეა დაყვანილი. ქალაქში უპირატესობას ეკოლოგიურად სუფთა საზოგადოებრივ ტრანსპორტს ანიჭებენ. გამწვანება აქაც ერთ-ერთი პრიორიტეტია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები