ღაზას სექტორში ნასერის საავადმყოფოზე ისრაელის ავიაიერიშების შედეგად, სულ მცირე, 20 ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივი წყაროების ცნობით, დაღუპულებს შორის ხუთი ჟურნალისტია.
მედიის ინფორმაციით, დარტყმები განხორციელდა ხან იუნისში, სამხრეთში მდებარე დიდ სამედიცინო კომპლექსზე, რომელიც ომის დაწყებიდან მოყოლებული ისრაელის სამიზნე რამდენჯერმე გახდა.
მედიის ზედამხედველობის ორგანოების მონაცემებით, ისრაელსა და “ჰამასს” შორის თითქმის ორწლიანი ომის განმავლობაში, დაახლოებით 200 ჟურნალისტი დაიღუპა.