ვიეტნამში ტაიფუნის გამო ათასობით ადამიანი ევაკუირებულია
ვიეტნამის სანაპირო პროვინციებს ძლიერმა ტაიფუნმა გადაუარა,- ამის შესახებ “ბიბისი” წერს.
მედიის ცნობით, სკოლები და აეროპორტები დაიხურა და ქვეყნის მასშტაბით თითქმის 600 000 ადამიანს სახლების დატოვება უბრძანეს.
უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, დროებით შეწყვეტილია საჰაერო და სარკინიგზო მიმოსვლა.
ვიეტნამის მეტეოროლოგიური ცენტრის ცნობით, ტაიფუნმა შესაძლოა წყალდიდობები და მეწყერი გამოიწვიოს.