რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე ხელის მოსაწერად უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ლეგიტიმაცია არ აქვს.
“ლეგიტიმურობა კიდევ ერთი საკითხია, რადგან მიუხედავად იმისა, თუ როდის გაიმართება ეს შეხვედრა, უკრაინის მხრიდან შეთანხმებაზე ხელმომწერი პირის საკითხი, ძალიან სერიოზულია.
როცა დოკუმენტებზე ხელმოწერის ეტაპამდე მივაღწევთ, ჩვენ ყველასგან დაგვჭირდება მკაფიო გაგება იმის, რომ ხელმომწერი პირი ლეგიტიმური იყოს და უკრაინის კონსტიტუციის მიხედვით, ბატონი ზელენსკი ამ დროისთვის არ არის.
კრემლის გადმოსახედიდან, ზელენსკი რეჟიმის დე ფაქტო მეთაურია, მაგრამ არა უკრაინის ლეგიტიმური ლიდერი”,- განაცხადა ლავროვმა.
კიევი მოსკოვის მსგავს განცხადებებს კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ ზელენსკი დემოკრატიული გზით არჩეული პრეზიდენტია.