კახა კალაძე აქციის მონაწილეების მხრიდან ტურისტზე თავდასხმაზე: შეიძლება, გვქონდეს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები, მაგრამ ერთმანეთისადმი ურთიერთპატივისცემა უნდა გვამოძრავებდეს

თავდასხმა, ძალადობა, სიტყვიერი თუ ფიზიკური შეურაცხყოფა კატეგორიულად მიუღებელია, – ასე გამოეხმაურა მედიასთან თბილისის მერი კახა კალაძე, რუსთაველის გამზირზე, აქციის მონაწილეების მიერ თავდასხმას ამერიკელ ტურისტზე, რომელიც რუსი ეგონათ.

„ჩვენ ხომ ვიცით, რომ ეს არის დაჯგუფება, რომელთა ძალადობის კვალი ახლაც ატყვია რუსთაველს. მე კატეგორიულად ვეწინააღმდეგები ძალადობას. რაც გაგვაძლიერებს ქართველ ხალხს ერთობა და ერთიანობაა. შეიძლება, ყველა ერთ აზრზე არ ვიყოთ, გვქონდეს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები, მაგრამ ურთიერთპატივისცემა უნდა გვამოძრავებდეს ერთმანეთისადმი და განსხვავებული აზრისადმი. თავდასხმა, ძალადობა, ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფა კატეგორიულად მიუღებელია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები