გიორგი ცუცქირიძე: ივლისში სებ-მა საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 416. 9 მლნ აშშ დოლარით შეავსო, ხოლო წლის დასაწყისიდან სავალუტო რეზერვები, ანუ მისი ნეტო მაჩვენებელი სარეკორდოდ – 1.3 მლრდ აშშ დოლარით არის გაზრდილი – უკვე ოქტომბრისათვის სავალუტო რეზერვები თავისუფლად გადააჭარბებს 5.3 მლრდ აშშ დოლარს
“დღეს გამოქვეყნდა ივლისის თვის დაზუსტებული მონაცემები. ივლისში სებ-მა ინტერვენციების შედეგად, საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 416. 9 მლნ აშშ დოლარით შეავსო, ხოლო წლის დასაწყისიდან სავალუტო რეზერვები, ანუ მისი ნეტო მაჩვენებელი სარეკორდოდ 1.3 მლრდ აშშ დოლარით არის გაზრდილი და მეტია 2023 წლის პირველ ექვს თვეში რეკორდული რაოდენობის, $1.08 მილიარდი შესყიდვასთან შედარებით”, – ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი, გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ოპოზიციის მიერ მხარდაჭერილი რყევების შედეგად, რეზერვები შემცირებული იყო $4.08 მილიარდამდე, ამის ფონზე კი, ზრდა მართლაც რომ თვალსაჩინოა.
გიორგი ცუცქირიძე ასევე ყურადღებას ამახვილებს სამომავლო პროგნოზზე და აცხადებს, რომ „სექტემბერ-ოქტომბერში საერთაშორისო ტურიზმის პიკს და მთლიანად მომსახურების ექსპორტის მზარდ დინამიკას, უკვე ოქტომბრისათვის სავალუტო რეზერვები თავისუფლად გადააჭარბებს 5.3 მლრდ აშშ დოლარს, რაც დღემდე მაქსიმუმად ითვლება და ახალ ისტორიულ მაქსიმუმზეც ავა“.
“დღეს გამოქვეყნდა ივლისის თვის დაზუსტებული მონაცემები. ივლისში სებ-მა ინტერვენციების შედეგად, საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 416. 9 მლნ აშშ დოლარით შეავსო, ხოლო წლის დასაწყისიდან სავალუტო რეზერვები ანუ მისი ნეტო მაჩვენებელი სარეკორდოდ 1.3 მლრდ აშშ დოლარით არის გაზრდილი და მეტია 2023 წლის პირველ ექვს თვეში რეკორდული რაოდენობის, $1.08 მილიარდი შესყიდვასთან შედარებით.
რეზერვების მთლიანმა მოცულობამ უკვე გადააჭარბა 5 მლრდ აშშ დოლარს. ეს მონაცემები იმითაც არის აღსანიშნავი, რომ გასული წლის ოქტომბრის ბოლოს სავალუტო რეზერვები $630 მილიონით შემცირდა, რაც დიდწილად ოქტომბერში წინასაარჩევნოდ და არჩევნების შედეგების არაღიარების მოტივით ოპოზიციის და არასამთავრობოების მიერ დაწყებული საპროტესტო გამოსვლების შედეგი იყო, და ბაზარზე სავალუტო აჟიოტაჟის ჩასაცხრობად იყო გამოყენებული.
თუ მხედველობაში მივიღებთ, რომ სწორედ ოპოზიციის მიერ მხარდაჭერილი პოლიტიკური რყევების შედეგად 2024 წლის ნოემბრის დასაწყისში რეზერვები $4.08 მილიარდამდე იყო შემცირებული, ზრდა მართლა თვალსაჩინოა და უკვე გადააჭარბა 2023 წლის ნოემბრის მაჩვენებელს, როდესაც რეზერვების დონე $5.11 მილიარდი იყო.
რაც შეეხება სამომავლო პროგნოზებს, სექტემბერ-ოქტომბერში საერთაშორისო ტურიზმის პიკს და მთლიანად მომსახურების ექსპორტის მზარდ დინამიკას, უკვე ოქტომბრისათვის სავალუტო რეზერვები თავისუფლად გადააჭარბებს 5.3 მლრდ აშშ დოლარს, რაც დღემდე მაქსიმუმად ითვლება და ახალ ისტორიულ მაქსიმუმზე ავა.
ობიექტურობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ეროვნული ბანკის და პირადად მისი პრეზიდენტის ქალბატონ ნათია თურნავას დიდი დამსახურებაა, რომ რეზერვების წმინდა ნამატთან ერთად, უპრობლემოდ ხდება ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებების მომსახურება, რეზერვების ზრდასთან ერთად. ამის დადასტურებაა საერთაშორისო სავალუტო ფონდის და წამყვანი საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო “სტანდარდ ენდ ფურსის” (S&P Global) მიერ ეკონომიკის მდგრადობის და ქვეყნის სუვერენული რეიტინგის პოზიტიური შეფასებები.
სამწუხაროდ, საერთაშორისო სავალუტო რეზერვების ზრდის მაღალი დინამიკა აჩვენებს თუ რამდენად ტენდენციური და რეალობასთან მკვეთრად აცდენილია ცალკეულ, ოპოზიციურად განწყობილ ექსპერტთა შეფასებები. ამ წლის დასაწყისში, არა თუ ასეთ ზრდას 3 მილიარდ აშშ დოლარამდე შემცირებას პროგნოზირებდენ!”, – წერს გიორგი ცუცქირიძე.