“საკადრო ცვლილებები ნორმალური პროცესია; გარკვეულ დროს გუნდს ერთი ადამიანი შეიძლება – ერთ ადგილს დასჭირდეს, ან მეორეს” – ბითაძე

“ღიმილის მომგვრელია, რომ რადიკალური ოპოზიცია ჩასაფრებულია „ქართული ოცნების“ დღის წესრიგზე და ცდილობს, ააგოს 2-3-დღიანი პიარკამპანია. ეს უკვე „სახლობანას“ თამაშს ჰგავს”, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, ამას “უკვე გასცა პასუხი საქართველოს მოსახლეობამ და კიდევ უფრო მწარედ გასცემს პასუხს დაახლოებით 1 თვეში”.

“რაც შეეხება საკადრო გადაწყვეტილებებს, რამდენი წელია, საჯარო სამსახურში ვარ და ხან ერთ და ხან მეორე თანამდებობას ვიკავებ. საკადრო ცვლილებები ნორმალური პროცესია. გარკვეულ დროს გუნდს ერთი ადამიანი შეიძლება ერთ ადგილს დასჭირდეს, ან მეორეს. ეს არის ცოცხალი, ჯანსაღი პროცესი. ბატონი ანრი ოხანაშვილის ახალი პოსტი – პრემიერის მრჩევლობა ძალიან საპასუხისმგებლო პოსტია. მამუკა მდინარაძე გულწრფელად რომ ვთქვა, პარლამენტში ძალიან დაგვაკლდება როგორც ძალიან კარგი მენეჯერი, ორგანიზატორი და კოლეგა. ის ძალიან კარგი კანდიდატურაა იმ გამოწვევებთან გასამკლავებლად, რაც ამ ეტაპზე უდგას ჩვენს ქვეყანას“, – აღნიშნა ბითაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები