თბილისის ზღვაზე ავარიას მსხვერპლი მოჰყვა

თბილისის ზღვაზე მომხდარ ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილები შეეჯახნენ, რის შედეგადაც მსუბუქ ავტომობილში მჯდომი მგზავრი გარდაიცვალა.

როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები