კახა კალაძე ევროკავშირის დაფინანსებულ ვიდეორგოლზე: პირველ რიგში, ეს ევროპულ მომავალს და ევროინტეგრაციის პროცესს აზიანებს

მცდელობა აქვთ, დამნაშავეები, მოძალადეები გმირებად შერაცხონ, სამწუხაროა, რომ ამის დაფინანსება ევროპული ორგანიზაციებიდან მოდის, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე, მედიასთან ევროკავშირის დაფინანსებულ ვიდეორგოლს, რომლის სპიკერი ბექა კობახიძეა.

„ცდილობენ, საზოგადოებაში პოლარიზაცია გააღვივონ. სამწუხაროა, რომ ამის დაფინანსება მოდის ევროპული ორგანიზაციებიდან. მცდელობა აქვთ, რომ დამნაშავეები, მოძალადეები გმირებად შერაცხონ. პირველ რიგში, ეს მათ აზიანებთ, ევროპულ მომავალს აზიანებს, ევროინტეგრაციის პროცესს აზიანებს. ამაში პირდაპირ ჩართულები არიან კონკრეტული ელჩები, კონკრეტული ქვეყნების წარმომადგენლები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, კონკრეტული ევროპული ქვეყნების წარმომადგენლები უახლოეს წარსულშიც აქტიურად ცდილობდნენ, საქართველოში სხვადასხვა გზით სახელმწიფო გადატრიალება მოეწყოთ.

„პირდაპირ ჩართულები იყვნენ იმაში, რომ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება მომხდარიყო, თავისი დაფინანსებით, იდეოლოგიით. არ გახსოვთ, როდესაც ტრენინგებზე დაჰყავდათ ხალხი, თითქოს მძიმე სენით დაავადებული ბავშვების მშობლებს ატრენინგებდნენ, რეალურად რევოლუციაზე მიდიოდა საუბარი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები