ზაალ ანჯაფარიძე: ეს არის, კოლექტიური “ნაცმოძრაობა” ყასიდად შერიგებას ითხოვენ, არადა სისხლი სწყურიათ

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში ,,ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერების მიერ, გლდანის ციხის თანამშრომლის საცხოვრებელ სახლთან გაკეთებულ მუქარის შემცველ წარწერებს ეხმიანება.

როგორც ანჯაფარიძე წერს, ეს არის ,,ნაციონალური მოძრაობის” კოლექტიური სახე, ისინი შერიგებას ითხოვენ, თუმცა სისხლი სწყურიათ.

,,ეს არის კოლექტიური “ნაცმოძრაობა,” ისე როგორც გია ბუღაძე, უგულავა და სხვები. ყასიდად შერიგებას ითხოვენ, არადა სისხლი სწყურიათ’’, – წერს ანჯაფარიძე facebook -ზე.

ცნობისთვის, “ნაცმოძრაობის” წევრებმა პენიტენციური სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომლის სახლთან შეურაცხმყოფელი წარწერები დატოვეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები