თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

პროკურორ ლევან ვეფხვაძის თქმით, ორივე ბრალდებულის მიმართ არსებობს მყარი მტკიცებულება იმისა, რომ მათ წინასწარ, ჯგუფურად ჩაიდინეს განზრახ მკვლელობა.

“ორივე ბრალდებულის მიმართ არსებობს მყარი მტკიცებულება იმისა, რომ მათ წინასწარ, ჯგუფურად ჩაიდინეს განზრახ მკვლელობა. ეს დადგენილია და ასევე, მათ შეიძინეს ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღი მათ საწინააღმდეგოდ და საბრძოლო მასალა, რომელსაც ინახავდნენ და ატარებდნენ.ამ ყველაფრის მიზანი იყო ის, რომ მოეკლათ ნიკოლოზ კვარაცხელია”, – განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

დაცვის მხარისთვის სასამართლოს გადაწყვეტილება მიუღებელია.

ცნობისთვის, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, 21 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე თბილისში, წყნეთში დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ნიკა კვარაცხელიას მიმართ 10-ზე მეტი გასროლა განხორციელდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები