გოგა ჩანადირი: რატომ ერჩით მედიას, ჟურნალისტებს, მით უფრო, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს?

“ტელეკომპანია “იმედის” აპარატურა დაუზიანებიათ რუსთავის ციხესთან, აქციაზე.
აი, რატომ ერჩით მედიას, ჟურნალისტებს, მით უფრო, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს?”, – ამის შესახებ ფოტოგრაფი, გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ჩანადირი აღნიშნავს,  სირცხვილია ანგარიშწორება, ცემა-ტყეპა, აპარატურის დაზიანება.

“2021 წლის 5-6 ივლისი არ გვეყო სამარცხვინო ლაქად, როცა მედიას დაერივნენ?
მერე, რა, რომ რომელიმე არხი ან გამოცემა არ მოგწონს, ამის გამო უნდა იმავნებლო?
საკმარისია ძალადობა, ვისი მხრიდანაც უნდა იყოს და სირცხვილია ანგარიშწორება, ცემა-ტყეპა, აპარატურის დაზიანება”, – წერს გოგა ჩანადირი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები