შალვა პაპუაშვილი: სიყალბე – ალბათ ეს სიტყვა ყველაზე კარგად აღწერს „ნაცმოძრაობას“ და მის პოლიტიკურ და ინტელექტუალურ ნაღებს
სიყალბე – ალბათ ეს სიტყვა ყველაზე კარგად აღწერს „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის პოლიტიკურ და ინტელექტუალურ ნაღებს, – ამის შესახებ Facebook-ზე „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი შალვა პაპუაშვილი წერს.
„ყველაფერი, რასაც მათი პოლიტიკური და ინტელექტუალური ელიტა აკეთებდა და აკეთებს, რაზეც საუბრობდა და საუბრობს, ყალბი და მოდელირებულია.
ყალბი განვითარება
ყალბი კეთილდღეობა
ყალბი პროდასავლურობა
ყალბი ჰუმანიზმი
ყალბი ლიბერალიზმი
ყალბი პროგრესულობა
ყალბი დემოკრატიულობა
ყალბი სამართლიანობა
ყალბი უფლებადამცველობა
ყალბი პატრიოტიზმი
ყალბი… ყალბი… ყალბი…
სიყალბეა მათი სახელი“, – წერს შალვა პაპუაშვილი.
ცნობისთვის, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლამდე ჰოლანდიაში კუჭის რეზექცია გაიკეთა.