თენგიზ ცერცვაძე: არცერთ ქვეყანას არ აქვს შექმნილი ისეთი კარგი პირობები ვაქცინაციისთვის, როგორც საქართველოს
“ამაზე მეტი საინფორმაციო კამპანია, რაც საქართველოში კეთდება, შეუძლებელია”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ვაქცინაციაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, არცერთ ქვეყანას არ აქვს შექმნილი ისეთი კარგი პირობები ვაქცინაციისთვის, როგორც საქართველოს.
„მე არ ვიცი, რა სჭარბობს, სკეპტიციზმი და ანტივაქსერობა, თუ ინერტულობა, უბრალოდ არ თვლიან ვაქცინის გაკეთებას საჭიროდ. დღეს არცერთ ქვეყანას არ აქვს შექმნილი ისეთი კარგი პირობები ვაქცინაციისთვის, როგორც საქართველოს. ნუ ვისაუბრებთ საინფორმაციო კამპანიის სიმწირეზე. ამაზე მეტი საინფორმაციო კამპანია, რაც საქართველოში კეთდება, შეუძლებელია”, – აცხადებს ცერცვაძე.