თამარ გაბუნია: ე.წ. ბუსტერ დოზის მიღებაზე ასაკობრივი ზღვარი შესაძლოა, მოიხსნას

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ე.წ. ბუსტერ დოზის მიღებაზე ასაკობრივი ზღვარი შესაძლოა, მოიხსნას.

“ამ კვირაში მიმდინარეობს მსჯელობა იმაზე, ხომ არ არის მიზანშეწონილი, გაფართოვდეს და მოიხსნას ასაკობრივი ზღვარი. მაგალითად, მწეველების შემთხვევაში დადგენილია, რომ „ბუსტერ“ დოზის ეფექტურობა მაღალია. ჩვენთვის ძალიან რთული იქნება, ასაკობრივად გავმიჯნოთ მწეველი არამწეველისგან. ამდენად, რეკომენდაცია შეიძლება, გავცეთ, რომ პირს თუ აქვს რაიმე თანმხლები დაავადება, მან უნდა ჩაიტაროს „ბუსტერ“ დოზა და ექიმთან შეთანხმებით, ნებისმიერი ასაკის პირს თავად შეუძლია გადაწყვეტილების მიღება“, – განაცხადა გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები