„მახარებს ჩვენი მეღვინეების წარმატება“ – გოგი მეშველიანი ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენას დაესწრო

საქართვლოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი – გოგი მეშველიანი ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მეცამეტე საერთაშორისო გამოფენას დაესწრო.

პარლამენტის წევრმა მსგავსი ღონისძიებების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და ბოლნისელ მეღვინეებს წარმატება მიულოცა.

30-31 ოქტომბერს, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მეცამეტე საერთაშორისო გამოფენაზე, 26 ბოლნისური მარანი, 36 სახეობის ღვინით მონაწილეობდა. ბოლნისური ღვინოებიდან 21-მა ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალი აიღო.

„მახარებს ჩვენი მეღვინეების წარმატება, ბოლნისური ღვინოები სულ უფრო ცნობადი ხდება. მიმაჩნია, რომ ასეთ ღონისძიებებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს  როგორც ტურისტული თვალსაზრისით, ასევე, წარმოების პოპულარიზაციისთვის”, – განაცხადა გოგი მეშველიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები