ანა წითლიძე დეპუტატის მანდატს ტოვებს
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ანა წითლიძე დეპუტატის მანდატს ტოვებს.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია წითლიძემ „ფეისბუქ“ გვერდზე გამოაქვეყნა.
“მე არ ვიცი, ვინ რა გადაწყვეტილებას მიიღებს. არ მქონია კომუნიკაცია პარტიასთან, მოგეხსენებათ, ზუგდიდში ვარ.
მაგრამ, მესამე პრეზიდენტის მოწოდების შემდეგ, როდესაც პრეზიდენტი ციხეშია, შიმშილობს და არჩევნები წაგვართვეს, პარლამენტში ჯდომის აზრს მე ვერ ვხედავ და მანდატის გარეშეც შემიძლია ბრძოლა (არც მქონია, ისე ვიბრძოდი).
,,ქართული ოცნება,, უნდა დარჩეს საკუთარ თავთან მარტო.
დანარჩენზე ვისაუბრებ აქციებზე”, – წერს წითლიძე.