შალვა პაპუაშვილი: საბოლოოდ, დაფიქსირდა 13 ინციდენტი, რომელიც არ გაცდენია, ძირითადად, სიტყვიერ შელაპარაკებას

“ქართული ოცნების” საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ძალიან სასიხარულოა, რომ მოქალაქეებმა დემოკრატიულ პროცესში მიიღეს მონაწილეობა და იაქტიურეს.

ამისი შესახებ პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი ინფორმაციით, “ქართული ოცნება” აღრიცხავდა ინციდენტებს.
“მიუხედავად იმისა, რა შთაბეჭდილება აღიქმებოდა ეკრანიდან ჩვენი მოქალაქეებისთვის, საბოლოოდ, დაფიქსირდა 13 ინციდენტი, რომელიც არ გაცდენია, ძირითადად, სიტყვიერ შელაპარაკებას. იცით, რომ რამდენიმე პროვოკატორი ნაციონალური მოძრაობიდან იქნა დაკავებული ადმინისტრაციული წესით. შემდეგ ისინი გათავისუფლდნენ. გვქონდა ძირითადად იგივე სიტუაცია, რაც – 2 ოქტომბერს”,  – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები