ვერშბოუ: მოკლევადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსა და უკრაინას შეეძლოთ რუსეთისგან თავდაცვა, რითაც მოსკოვს მნიშვნელოვანი ზარალი მიადგება

ნატო-ს გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილე, აშშ-ის თავდაცვის მდივნის ყოფილი მოადგილე, ალექსანდრე ვერშბოუ აცხადებს, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვანია, საქართველოსა და უკრაინას შეეძლოთ რუსეთისგან თავდაცვა, რითაც მოსკოვს მნიშვნელოვანი ზარალი მიადგება.

ამის შესახებ მან უკრაინული ТСН-სთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა.

კითხვაზე: რუსეთში აცხადებენ, რომ ნატო-ს შემდგომი გაფართოება საფრთხეს უქმნის მათ ეროვნულ უსაფრთხოებას; თუ ნატო გაფართოებას გადაწყვეტს, შეიძლება თუ არა, რომ რუსეთმა კიდევ სადმე გააჩაღოს ომი? დიპლომატი ამბობს, რომ “ჯერ ერთი, დღეს რუსები ძალიან სწრაფად ხაზავენ “წითელ ხაზებს”. და პირველი, რაც ნატო-მ და პრეზიდენტმა ბაიდენმა უნდა გააკეთონ, უნდა აჩვენონ, რომ ჩვენ არ ვიღებთ რუსეთის “წითელ ხაზებს; რომ უკრაინის მსგავსი ქვეყნის კანონიერი უფლებაა, აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ზომები. ნატო-მ უკრაინასთან ერთად უნდა გადაწყვიტოს, გახდება თუ არა უკრაინა ალიანსის წევრი. აქედან გამომდინარე, სწორედ ამაზე უნდა ვისაუბროთ პოლიტიკურად. მაგრამ ცხადია, რომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა რუსებმა არ იმოქმედონ თავიანთი თვითგამოცხადებული “წითელი ხაზების” ფარგლებში. ამიტომ, მოკლევადიან პერსპექტივაში უფრო მნიშვნელოვანია, უკრაინამ და საქართველომ შეძლონ, გარკვეულწილად, დაიცვან თავი, რამაც შეიძლება, რუსეთს სერიოზული ზარალი მიაყენოს. იმისთვის, თუ რუსეთი ახალ აგრესიას დაიწყებს ან სხვა ტერიტორიას დაიკავებს, მანამდე რუსები ორჯერ დაფიქრდნენ და არც გაიფიქრონ ეს. ეს არ არის ომი. ეს შეკავებაა და მე შეშფოთებული ვარ იმის გამო, რომ შეკავება შესუსტდა წელს, რადგან რუსები უფრო პროვოკაციულები გახდნენ შავ ზღვაში. რუსეთმა მრავალი ჯარი დატოვა გაზაფხულიდან, როდესაც იყო დიდი მობილიზაცია უკრაინის საზღვრებთან და შეუძლია, ნატო-სა და უკრაინისთვის დიდი სირთულის ან გაფრთხილების გარეშე წამოიწყოს აგრესია. ამიტომ, ჩვენ უნდა გავზარდოთ შეკავება უკრაინასთან მუშაობის გაგრძელებით, რათა დავეხმაროთ მას ნატო-ში გაწევრიანების მომზადებაში უახლოეს წლებში”, – თქვა ვერშბოუმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები