სოზარ სუბარი: გამორიცხულია, ჩვენგან გამოჩნდეს ადამიანი, რომელიც მათ “ბიომასას” უწოდებს, ამით განვსხვავდებით ერთმანეთისგან
“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, სოზარ სუბარის განცხადებით, გუშინდელ აქციაზე კიდევ ერთხელ იყო აპელირება იმ ღირებულებებზე, რომლითაც ისინი ოპოზიციისგან განსხვავდებიან.
“გუშინდელი დღე იყო ძალიან მნიშვნელოვანი – აქცია, დემონსტრაცია, პოლიტიკური ცხოვრების შემადგენელი ნაწილია, მაგრამ ზუსტად იმისთვის, რომ ჩვენს მომხრეებს კიდევ ერთხელ ეგრძნოთ ის ძალა, რომელიც არის “ქართულ ოცნებაში” და კიდევ ერთხელ ყოფილიყო აპელირება იმ ღირებულებებზე, რომლითაც ასე განვსხვავდებით ჩვენ ჩვენი პოლიტიკური მოწინააღმდეგისგან – იმით, რომ რამდენი ადამიანიც უნდა შეიკრიბოს მეორე მხარეს და რაც უნდა ჩაიდინონ, გამორიცხულია, ჩვენგან გამოჩნდეს ადამიანი, რომელიც მათ “ბიომასას” უწოდებს და მათ თავისუფლად შეუძლიათ, 150 ათასს ადამიანს უწოდონ “ბიომასა”, – განაცხადა სუბარმა “რუსთავი ორის” ეთერში საუბრისას.