გიორგი ღურჯუმელიძე – გიორგი ხავთასს: ნოდარ მელაძე მომიკითხე, სოსოც არ ინტერესდება, რაც გაგატანე, რატომ არ ქვეყნდება ამდენი ხანიო?

,,სოსოც არ ინტერესდება, რაც გაგატანე, რატომ არ ქვეყნდება ამდენი ხანიო? ისე, ეგენი ენას ვერ აჩერებენ პირში და ამ მიტანა-მოტანაში ფრთხილად იყავით მაინც”, – ასე მიმართავს ,,ქართული ოცნების’’ ოზურგეთს რაიონული ორგანიზაციის ბიუროს წევრი, გიორგი ღურჯუმელიძე გიორგი ხავთასს, რომელიც სოსო გოგაშვილის ,,სახალხო პარტიის’’ წევრია. ხავთასი ,,ქართული ოცნების’’ ყოფილი თანამშრომელია, რომელიც პარტიიდან ინფორმაციის გატანის გამო გაათავისუფლეს.

,,ნოდარ მელაძე მომიკითხე და ჰკითხე ერთი, ოთხი დღეა, მიტანილი გაქვს რაღაცები და რა ვერ გამოაქვეყნა, მეტი წილი გადაკეთებული და გამზადებული არ მიუტანე?
სოსოც არ ინტერესდება, რაც გაგატანე, რატომ არ ქვეყნდება ამდენი ხანიო?
ისე, ეგენი ენას ვერ აჩერებენ პირში და ამ მიტანა-მოტანაში ფრთხილად იყავით მაინც”,  – წერს facebook – ზე გიორგი ღურჯუმელიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები