გაერო-ს განვითარების პროგრამამ (UNDP) საქართველოში ონის მუნიციპალიტეტს კომპიუტერული ტექნიკა გადასცა

გაერო-ს განვითარების პროგრამამ (UNDP) საქართველოში ონის მუნიციპალიტეტს 7 პერსონალური კომპიუტერი, 5 პორტატული სკანერი და 2 მულტიფუნქციური პრინტერი გადასცა. ინფორმაციას ონის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, კომპიუტერული ტექნიკის შეძენა და მუნიციპალიტეტისთვის გადაცემა UNDP-ის პროექტის – „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში განხორციელდა, პროექტი შვეიცარიის განვითრებისა და თანამშრომლობის სააგენტოს, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა და საქართველოს რეგიონული განვითრების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
“კომპიუტერული ტექნიკა მოხმარდება ონის მუნიციპალიტეტის მიერ მოსახლეობისთვის ელექტრონულად სერვისების შეთავაზების პროცესის გაუმჯობესებას. ჩამოთვლილი პროდუქციიდან 5 სკანერი და 5 პერსონალური კომპიუტერი მერის წარმომადგენლებს დაურიგდებათ. შესაბამისი ტექნიკით აღჭურვის შემდეგ, ისინი შეძლებენ, დაეხმარონ მოსახლეობას დისტანციურად მიმართონ მუნიციპალიტეტს და ელექტრონულად მიიღონ სასურველი მომსახურება.
აღნიშნული ტექნიკა პროექტის მენეჯერმა, თინათინ ტყეშელაშვილმა ონის მუნიციპალიტეტის მერს, დავით ჩიკვაიძეს გადასცა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები