დავით ქართველიშვილი: პრეზიდენტ ზელენსკის მტერი, ჟურნალისტი დიმიტრი გორდონი, თბილისში აანონსებდა ბიზნეს ტრენინგებს, ამ ტრენინგებზე ,,ლექტორი” უნდა ყოფილიყო ცნობილი თაღლითი, ყაზახეთში 5 სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტი, მარგულან სეისამბაევი

,,საქართველოში ისედაც დაძაბული პოლიტიკური ვითარების ფონზე, მით უმეტეს არჩევნების მეორე ტურებამდე – აქ “პატარა ნაპოლეონის” (მარგულანის), ცნობილი პროვოკატორ გორდონის და ა.შ შემოშვება ფატალური შედეგების დადგომის წინაპირობა იქნებოდა. ვერავინ ვერ დადებს პირობას, რომ არჩევნების დასრულებისთანავე ნაცების მიერ დაგეგმილ არეულობაში – ისინი არ მიიღებდნენ აქტიურ მონაწილეობას”,  – ასე ეხმიანება ექსპერტი, დავით ქართველიშვილი უკრაინელი ჟურნალისტის, დიმიტრი გორდონის საქართველოში შემოშვების საკითხს.
ქართველიშვილის განცხადებით, გორდონი უკრაინაში მოუწოდებდა ყველას, რომ ისინი თბილისში უნდა ჩამოსულიყვნენ, მისი ვარაუდით, შესაძლოა, მათ საქართველოში დაგეგმილი ჰქონდათ პროვოკაციების მოწყობა.
,,წინასწარვე მოწინააღმდეგის იდიოტებად ჩათვლა – შენს სისუსტეზე მეტყველებს და ბრძოლაში დამარცხების უტყუარი წინაპირობაა. ამჟამად, პრეზიდენტ ზელენსკის უკვე დაუფარავი მტერი, სააკაშვილის თანამოაზრე, ჟურნალისტი დიმიტრი გორდონი აანონსებდა ა.წ. 27-28-29 ოქტომბერს თბილისში, სასტუმრო “ბილტმორში” ბიზნეს ტრენინგებს, სხვათა შორის ფასიანს (მსმენელს დაუჯდება 5 ათასი დოლარი), სახელწოდებით “ბიზნესის წარმატების საიდუმლო”.
ამ ტრენინგებზე ერთ-ერთი ძირითადი “ბიზნეს-ლექტორი” უნდა ყოფილიყო პოსტ-საბჭოურ სივრცეში ცნობილი თაღლითი, ყაზახეთში აღძრული 5 სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტი, ამჟამად კიევში მცხოვრები, სააკაშვილის კიდევ ერთი მეგობარი, მარგულან სეისამბაევი – რომლის ბიზნესი იმდენად “წარმატებული” იყო, რომ ყაზახეთის მთავრობამ მას $5,8 მილიარდის ღირებულების, უკანონო გზებით შეძენილი კაპიტალი ჩამოართვა.
“ბიზნეს” ტრენინგების ჩატარებაზე მზადყოფნა ასევე გამოთქვეს დიმიტრი გორდონის მეუღლემ – ინტერნეტ გამოცემა “გორდონის” მთავარმა რედაქტორმა ალესია ბაცმანმა, მარკეტოლოგმა ვალენტინ სტანიშევსკიმ და სხვებმა. აღსანიშნავია, რომ ამ დღეებში თბილისში ჩასასვლელად, გორდონი მოუწოდებდა “ყველას” – უკრაინაში არც ერთი არ უნდა დარჩეთო, გელოდებითო თბილისში. აი ამ ნაწილში იწყება ჩვენი “იდიოტებად” აღქმა.

გახსოვთ ალბათ უკვდავი კინოშედევრი “Some Like It Hot” (რუსულ “თარგმანში” – в джазе только девушки) და მისი ცნობილი სცენა მაიამის სასტუმრო “ბილტმორში” – სადაც ამერიკული კრიმინალის ბოსები (“პატარა ნაპოლეონის” მეთაურობით) ატარებდნენ “იტალიური ოპერის მოყვარულთა სემინარს”. გორდონის მოწოდება სრულიად უკრაინას – “ყველანი” ჩადითო თბილისში, გავატაროთ? არ შევიმჩნიოთ? თუ მერე თბილისის ქუჩებში ვსდიოთ იმ ტერორისტებს, სნაიპერებს და “ტიტუშკებს” – რომლებსაც დღემდე აბრალებენ 2014 წლის კიევის “მაიდანის” სისხლიან დაპირისპირების ინიციირებას, და სხვათა შორის – თითქოს და სააკაშვილის ორგანიზებით” – წერს დავით ქართველიშვილი ფეისბუქის გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები