ვლადიმერ ხინჩეგაშვილი გორის მერის მოვალეობის შესრულებას დღეიდან შეუდგება

გორის მუნიციპალიტეტის მერის პოსტს თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებული ვლადიმერ ხინჩეგაშვილი დღეიდან ოფიციალურად დაიკავებს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის გორის №32 საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის გამოცემიდან 11 დღეში, დღეიდან, გორის მუნიციპალიტეტის მერს, კონსტანტინე თავზარაშვილს უფლებამოსილება შეუჩერდება და მის ადგილს 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში გორის ოლქში გამარჯვებული კანდიდატი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი დაიკავებს.

არსებული ინფორმაციით, შესაძლოა, მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის შიდა ქართლის სამმართველოს ხელმძღვანელის პოსტზე დაინიშნოს. თავზარაშვილმა ეს ინფორმაცია „ინტერპრესნიუსთან“ არც უარყო და არც დაადასტურა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები