თელავის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი: გამარჯვება ბოლომდე უნდა მივიყვანოთ – ჩვენ ვიქნებით იმის გარანტი, რომ ტერორი აღარასოდეს დაბრუნდეს

“გამარჯვება ბოლომდე უნდა მივიყვანოთ, ჩვენ ვიქნებით იმის გარანტი, რომ ტერორი აღარასოდეს დაბრუნდება”, – ამის შესახებ თელავის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პლატონ კალმახელიძემ განაცხადა.

„დღეს საქართველოს ყველა ქალაქიდან, მათ შორის, თელავიდან მიემართება ხალხი თავისუფლების მოედნისკენ, ნიშნად იმისა, რომ იქ შეკრებილი ადამიანები და ჩვენ უკან მდგომი 10-ჯერ მეტი ადამიანი ვიქნებით იმის გარანტი, რომ აღარასოდეს დაბრუნდება ტერორი, ძალადობა, ადამიანის ღირსების შელახვა. გამარჯვება ბოლომდე უნდა მივიყვანოთ“, – განაცხადა პლატონ კალმახელიძემ.

„ქართული ოცნების“ შემაჯამებელი საარჩევნო შეკრება – ღირსებისა და თავისუფლებისათვის დღეს თბილისში 17:00 საათზე გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები