სოფელ რუისპირში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

თელავის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

შემთხვევა სოფელ რუისპირში მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი ორი მსუბუქი ავტომობილი შეჯახა, შედეგად ადგილზე გარდაიცვალა 40 წლამდე მამაკაცი, რომელიც ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლი იყო, ხოლო დაშავდა მეორე მანქანაში მყოფი ორი პირი.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები,სამაშველო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები