ანრი ოხანაშვილი: რატომ გიკვირთ “ნაცსექტანტების” აღშფოთება, რომ მათი ბელადი საპატიმროში პრივილეგირებული იყოს, ამ ხალხს ხომ გაწყვეტილი აქვს შუბლის ძარღვი

ანრი ოხანაშვილი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების განცხადებებს ეხმაურება. შესაბამისი განცხადება იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ Facebook-ზე გამოაქვეყნა.

„რატომ გიკვირთ ნაც. რეჟიმის სექტანტების აღშფოთება, რომ მათი ბელადი საპატიმროში პრივილეგირებული იყოს?! ამ ხალხს ხომ გაწყვეტილი აქვს შუბლის ძარღვი. სანდრო გირგვლიანი მოკლეს 2006 წლის 28 იანვარს – ამავე წლის 23 თებერვალს კი დააინიცირეს პროექტი და 17 დღეში – უსწრაფესად – აქციეს კანონად, მკვლელებისთვის პრივილეგიების მისანიჭებლად!!!

სწორედ მიშა-ბელადის დავალებით დაინიცირდა გვარამია-ბოკერია-ბეჟაშვილის მიერ გირგვლიანის მკვლელობიდან ზუსტად 1 თვეში ეს კანონპროექტი!

შედეგად, მკვლელებმა პრივილეგიად მიიღეს:

1. ერთ საკანში მოთავსება, რაც მანამდე აკრძალული იყო!

2. 12-წლიანი სასჯელი კი შეუმსუბუქდათ 8 წლამდე!

სწორედ ამიტომ არის #ნაცობასირცხვილი და #მიშისტობა #კიდევუფრომეტისირცხვილი!“ – წერს ოხანაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები