ნიკა ობოლაძე: ფართო კოალიციური ერთობა არის გამარჯვების ფორმულა

“გვჭირდება კოალიციური ხელისუფლება, სადაც ხელისუფლების სხვადასხვა შტო ერთმანეთს აკონტროლებს”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ნიკა ობოლაძემ ოპოზიციის მიერ წარდგენილ ჩრდილოვან კაბინეტზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მთელს საქართველოს კოალიციური მთავრობა უნდა მართავდეს.

“ეს ფართო კოალიციური ერთობა არის გამარჯვების ფორმულა. ჩვენ ვაპირებთ, რომ ამ კოალიციური ერთობით გავიმარჯვოთ 30 ოქტომბერს როგორც თბილისში, ისე, ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შემდგომ. მთელს საქართველოს უნდა მართავდეს კოალიციური ხელისუფლება და უნდა დავასრულოთ ერთპარტიული მმართველობა, რომელიც მხოლოდ იმაშია გაწაფული, რომ მოიპაროს ფული. გვჭირდება კოალიციური ხელისუფლება, სადაც ხელისუფლების სხვადასხვა შტო ერთმანეთს აკონტროლებს”, – განაცხადა ნიკა ობოლაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები