ირაკლი ღარიბაშვილი: დარწმუნებული ვარ, რეფორმების დღის წესრიგის მიმართულებით საქართველოს წინსვლა მალე მოიტანს შედეგად ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ჩვენს გაწევრიანებას
”დარწმუნებული ვარ, რეფორმების დღის წესრიგის მიმართულებით საქართველოს წინსვლა მალე მოიტანს შედეგად ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ჩვენს გაწევრიანებას”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში” წერს.
“ნაყოფიერი შეხვედრა შედგა ხავიერ კოლომინა პირიზთან. ვისაუბრეთ ჩრდილოატლანტიკური ალიანსისა და საქართველოს გაძლიერებული პარტნიორობის, შავი ზღვის უსაფრთხოებისა და საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულების შესახებ, რაც გლობალური უსაფრთხოების სფეროში მოკავშირეების მხარდაჭერას გულისხმობს.
დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს წინსვლა რეფორმების დღის წესრიგის მიმართულებით მალე მოიტანს შედეგად ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ჩვენს გაწევრიანებას”, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
Fruitful meeting w/@JavierColominaP on the importance of #NATO-🇬🇪 enhanced partnership, Black Sea security & 🇬🇪's commitment to support its allies in pursuit of global security. Confident that 🇬🇪's progress on its reform agenda will soon result in our membership in the alliance. pic.twitter.com/ds2BPwLOb0
— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) October 20, 2021