ამირან გამყრელიძე: დარწმუნებულები იყავით, რომ ე.წ. მწვანე პასპორტები ამოქმედდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში “მწვანე პასპორტები” ამოქმედდება.

მისივე თქმით, მწვანე პასპორტებთან მიმართებით სხვადასხვა მიდგომა არსებობს და რომელს აირჩევს საქართველო, ეს საკოორდინაციო საბჭომ უნდა გადაწყვიტოს.

“მწვანე პასპორტები ამოქმედდება, დარწმუნებულები იყავით, რომ ამოქმედდება. მე ვერ გეტყვით, როდიდან, თარიღს მე ვერ ვადგენ. მრავალი მიდგომაა მწვანე პასპორტებთან მიმართებით, რომელს აირჩევს საქართველო – ობცია ერთი, ორი, სამი, წარდგენილი უნდა იყოს საკოორდინაციო საბჭოზე”, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები