ამირან გამყრელიძე: ვაქცინირებულზე გადადების რისკი 9,3-ჯერ ნაკლებია, ვიდრე – აუცრელზე

“აცრილზე გადადების რისკი 9,3-ჯერ ნაკლებია, ვიდრე – აუცრელზე”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“ჩვენს მასალებში, რაც გაანალიზებულია, 9,3-ჯერ ნაკლებად აქვს ვაქცინირებულს გადადების რისკი არავაქცინირებულთან შედარებით, ანუ თუ არავაქცინირებულს და ვაქცინირებულს ექნა კონტაქტი ინფიცირებულთან, ვაქცინირებულის რისკი, რომ მას გადაედოს 9,3-ჯერ ნაკლებია”, – თქვა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები