თამარ გაბუნია: ჰოსპიტალიზაციის პროცენტი არის შედარებით დაბალი – 12%

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ამჟამად, კლინიკებში კორონავირუსით ინფიცირებული 5 679 პაციენტი მკურნალობს, რაც საერთო ინფიცირებულების 12%-ია.

მისივე თქმით, 12 % კორონავირუსის წინა ტალღებთან შედარებით დაბალი მაჩვენებელია.

“5 679 პაციენტი მკურნალობს ჰოსპიტალში, 1300 პაციენტი არის კოვიდსასტუმროში. მძიმე პაციენტების რაოდენობა, ვისაც სჭირდება ჟანგბადი და იმყოფება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, არის 1300, აქედან რეანიმაციაში გახლავთ 269 პაციენტი.

ჰოსპიტალიზაციის პროცენტი არის 12%, რაც შედარებით დაბალია, ვიდრე ჩვენ გასული ტალღების დროს გვქონდა. ეს გამომდინარეობს ვაქცინაციის ფონიდან და ასევე შესაძლოა, რომ შემთხვევები შედარებით მსუბუქია, თუმცა, ჰოსპიტალური სექტორი მობილიზებულია”, – აცხადებს თამარ გაბუნია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები