ირაკლი ღარიბაშვილმა და ირაკლი კობახიძემ მერობის კანდიდატებსა და შტაბის წევრებთან მორიგი შეხვედრა ბათუმში გამართეს

საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის შეხვედრები რეგიონების მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატებსა და საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელებთან გრძელდება. ინფორმაციას პარტია “ქართული ოცნება” ავრცელებს.

მათი ცნობით, რიგით მეორე შეხვედრა ბათუმში გაიმართა. შეხვედრას „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი – დიმიტრი სამხარაძე, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი – ლერი ბარნაბიშვილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე – თორნიკე რიჟვაძე და ბათუმის მერობის კანდიდატი – არჩილ ჩიქოვანი ესწრებოდნენ.

ბათუმისა და ხელვაჩაურის შემდეგ, დღესვე შეხვედრა გაიმართება ოზურგეთში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები