ვაქცინაციის პროცესის გააქტიურებისა და წახალისების მიზნით, რეგიონებში საინფორმაციო მარათონი დაიწყო

ვაქცინაციის პროცესის გააქტიურებისა და წახალისების მიზნით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ მარათონი დაიწყო. მარათონში ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე პირადად მონაწილეობდნენ. მათ შიდა ქართლის 4 სოფელი მოიარეს და მოსახლეობას აცრისკენ მოუწოდეს.

“ის ნიშნული, რომელიც იყო დათქმული ჯერ კიდევ შარშან, მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაციასთან მიმართებით, გარკვეულ რეგიონებში უკვე წარმატებით არის შესრულებული. დარწმუნებული ვარ, რომ ამ მარათონის ფარგლებში მოხდება რეგიონების მნიშვნელოვანი გააქტიურება და ასევე მნიშვნელოვანი არის, რომ თითოეული ადგილობრივი თვითმმართველობა აქტიურად ჩაერთოს აღნიშნულ პროცესში,” – აცხადებს მინისტრი.

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში მეხუთე ტალღა უკვე დაიწყო და ამის ყველა მონაცემები არსებობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები