ლოიდ ოსტინი: კოლინ პაუელის სახით მსოფლიომ ერთ-ერთი უდიდესი ლიდერი დაკარგა

“ცოტა ხნის წინ შემატყობინეს კოლინ პაუელის გარდაცვალების ამბავი და მსურს, მივუსამძიმრო ალმას, მის მეუღლეს, მის შვილ მაიკლსა და პაუელების ოჯახს”, – ამერიკის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი კოლინ პაუელის გარდაცვალებას გამოეხმაურა. ინფორმაციას აშშ-ის საელჩო Facebook-ზე ავრცელებს.

„მსოფლიომ ერთ-ერთი უდიდესი ლიდერი დაკარგა, რომელსაც ოდესმე მოვსწრებივართ. ალმამ დაკარგა დიდებული მეუღლე და ოჯახმა დაკარგა საოცარი მამა და მე დავკარგე საოცარი ახლო მეგობარი და მენტორი. ის მრავალი წლის განმავლობაში იყო ჩემი მენტორი. ყოველთვის მითმობდა დროს და ყოველთვის შემეძლო, რთულ საკითხებზე მისთვის მიმემართა, მას ყოველთვის შესანიშნავი რჩევები ჰქონდა.

ნამდვილად ძალიან მოგვენატრება. გული განმიგმირა ამ ამბის გაგებამ. გაერთიანებული შტაბის პირველი აფრო-ამერიკელი მეთაური, პირველი აფრო-ამერიკელი სახელმწიფო მდივანი, ადამიანი, რომელსაც მთელ მსოფლიოში პატივს სცემდნენ და გულწრფელად რომ გითხრათ, კოლინ პაუელის ჩანაცვლება შეუძლებელია. ჩვენ ის მოგვენატრება. ჩემი ფიქრებითა და ლოცვით მის ოჯახთან ვარ. ძალიან, ძალიან დამამწუხრა ამის გაგებამ“, – აცხადებს ლოიდ ოსტინი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები