საქართველოს სახალხო დამცველმა პირადი ცხოვრების უფლების საკითხებში გაერო-ს სპეციალურ მომხსენებელსა და საქართველოს პარლამენტს მიმართა

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 2021 წლის 13 სექტემბერს ინტერნეტსივრცეში განთავსდა უამრავი ადამიანის პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული მონაცემები. გავრცელებული მასალების უპრეცედენტო მოცულობის გათვალისწინებით აშკარაა, რომ აღნიშნული მასალა, სახელმწიფო ორგანოების მიერ სავარაუდოდ უკანონო ფარული თვალთვალის შედეგადაა მიღებული, – ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2021 წლის 11 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველმა წერილობით მიმართა პირადი ცხოვრების უფლების საკითხებში გაეროს სპეციალურ მომხსენებელს, ჯოზეფ კანატაჩის. სახალხო დამცველმა სპეციალურ მომხსენებელს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში სავარაუდოდ უკანონო, ფართომასშტაბიანი მოსმენებისა და პირადი ცხოვრების უფლებაში მასობრივად და უხეშად ჩარევის ფაქტებზე და თხოვა, მანდატის ფარგლებში შეისწავლოს და შეაფასოს საქართველოში პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის კუთხით არსებული მდგომარეობა, ასევე, ამავე მიზნით ეწვიოს საქართველოს, – არნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები