ნათია თურნავა: „ნამახვანის“ პროექტი ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ცხადია, დაყოვნება არ იქნება კარგი ქვეყნისთვის, რადგან ეკონომიკა ძალიან მაღალი ტემპით იზრდება

„ნამახვანის“ პროექტი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, დაყოვნება, რა თქმა უნდა, ქვეყნისთვის კარგი არ იქნება, რადგან ხედავთ, რომ ეკონომიკა ძალიან მაღალი ტემპით იზრდება”, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

თურნავას თქმით, ისინი კომპანია „ენკა”-სთან დიალოგის რეჟიმში ცდილობენ საკითხის დარეგულირებას.

„ნამახვანის“ პროექტი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, დაყოვნება, რა თქმა უნდა, ქვეყნისთვის კარგი არ იქნება, რადგან ხედავთ, რომ ეკონომიკა ძალიან მაღალი ტემპით იზრდება, მიმდინარეობს აღდგენა, უკვე აღდგენასაც გაცდა. ეს არის აბსოლუტური ზრდა, რაც, ერთი მხრივ, ძალიან კარგია, მაგრამ ამავდროულად ნიშნავს ელექტროენერგიის მომატებულ მოხმარებას. ჩვენი ამოცანაა, მომატებული მოხმარება ძირითადად ჩვენი საკუთარი წყაროებით იფარებოდეს და ჩვენ საკუთარ ელექტროენერგიას მოიხმარდნენ ადამიანები, ბიზნესები და არა იმპორტირებულს. ჩვენი მიმართულებაა, რომ მაქსიმალურად დიალოგის რეჟიმში შევძლოთ კომპანია „ენკა”-სთან ამ საკითხის დარეგულირება და არა საარბიტრაჟო დავის ფარგლებში, რა თქმა უნდა, არბიტრაჟი არ არის სასურველი არც ჩვენთვის და იმედი მაქვს, არც კომპანია „ენკასთვის“, რომლის მთავარი პროფილი მშენებლობაა და არა არბიტრაჟში დავა. აქედან გამომდინარე, ჩვენ მათთან კომუნიკაციით შევქმენით სამუშაო ჯგუფები, რომლებიც ერთმანეთთან შეხვედრებს, კომუნიკაციებს აწარმოებენ, არა ჩემ დონეზე ჯერჯერობით, თუმცა, პირადად ვაკვირდები, იმ წერილის შემდეგ ვაკვირდები ამ პროცესს და ვამონიტორინგებ, ხდება უკვე სპეციალისტების, იურისტების, ენერგეტიკოსების დონეზე ურთიერთკომუნიკაცია. რაც შეეხება ერთ თვეს და პროექტიდან გასვლას, ეს არ არის ასეთი მარტივი პროცესი, რადგან ხელშეკრულებით მკაფიოდ არის განსაზღვრული, რა შემთხვევაში შეიძლება ეს მოხდეს, როგორ და რანაირად. ეს არ არის ასე, რომ ცალმხრივად მოიწეროს ინვესტორმა და მიატოვოს პროექტი, ასე არ ხდება, მთელი რიგი პასუხისმგებლობებია აქ, სწორედ ამაზე ვსაუბრობთ ერთმანეთში, როგორ აღმოვფხვრათ ეს პრობლემა. ამაზე მეტს ვერაფერს გეტყვით, მაგრამ გიდასტურებთ, რომ არის კომუნიკაცია, სამუშაო ჯგუფი ჩვენი მხრიდანაც და მათი მხრიდანაც გამოყოფილი და არის პერიოდული შეხვედრებიც“, – განაცხადა თურნავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები