თეა წულუკიანი: გვეუბნებიან, შეგვირიგდითო, მაგრამ მათ შერიგება პირველ რიგში, იმ ადამიანებს უნდა სთხოვონ, ვისაც შვილები მოუკლეს

„მაშინ ბევრ ადამიანს სწამდა, რომ „ვარდების რევოლუცია“ სიკეთეს მოუტანდა, მაგრამ ბევრის იმედი გაუცრუვდა და შემდეგ, ჩვენ ვნახეთ უბედურებების კასკადი – მოკლული ხალხი, გაუპატიურებული პატიმრები და დაჩაგრული სასამართლო, რომელიც პირდაპირ ასრულებდა მაშინდელი იუსტიციის მინისტრისა და გენერალური პროკურორის, ადეიშვილის დავალებებს”, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

“გვეუბნებიან, შეგვირიგდითო, მაგრამ მათ შერიგება პირველ რიგში, იმ ადამიანებს უნდა სთხოვონ, ვისაც შვილები მოუკლეს, ვინც ციხეებში სცემეს, ვისაც მორიგეობით აძინებდნენ საკნებში და ვისაც ჯანმრთელობა სამუდამოდ შეურყიეს; იმ ადამიანებს, ვისაც ე.წ ბუნტის დროს, ორთაჭალის ციხეში ძმები და შვილები ჩაუხოცეს. აი, პირველ რიგში, მათ უნდა სთხოვონ შერიგება-პატიება, რასაც ჩვენ ვერ ვხედავთ, მაგრამ პატიება რომც ითხოვონ და მეორე მხრიდან ამ თხოვნას პატიება მოჰყვეს, რა თქმა უნდა, ეს მაინც არ ნიშნავს იმას, რომ ასეთი ბოროტი ძალა ხელისუფლებაში უნდა დაბრუნდეს. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ, მეორე მხარეს მდგომი პოლიტიკოსები, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ხალხმა ინფორმირებული არჩევანი გააკეთოს და ეს არ მოხდეს. ეს არის სწორედ ის, რაც თავიდან უნდა ავიცილოთ. ანუ, წარსულში დაბრუნება“, – განაცხადა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები